ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელები სოჭის ოლიმპიადაზე – რუსეთთან გაბუტვით უფრო მეტს წავაგებთ

17 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 19

ქუთაისელები სოჭის ოლიმპიადაზე – რუსეთთან გაბუტვით უფრო მეტს წავაგებთ

ადგილობრივები თვლიან, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს და საქართველომ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიღოს.

უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში? აღნიშნულ საკითხზე newpress.ge-ის მიერ ქუთაისში ჩატარებული ქუჩის გამოკითხვისას, უმრავლესობა ოლიმპიადაში მონაწილეობას საჭიროდ თვლის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს და საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს.

newpress.ge-ს მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან მხოლოდ 2 თვლის, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.

შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადის წინააღმდე ქუთაისში, სხვა ქალაქების მსგავსად, აქციები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

სოჭის ოლიმპიადა 2014 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს.

თეგები: გამოკითხვავიდეო სიუჟეტისოჭის ოლიმპიადაქუთაისი