შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩაკ ჰეიგელი – ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველომ უნდა დაინახოს როგორც მნიშვნელოვანი გამარჯვება

7 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 27

ჩაკ ჰეიგელი – ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველომ უნდა დაინახოს როგორც მნიშვნელოვანი გამარჯვება

“პაკეტი, რომელიც საქართველომ მიიღო, საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ გააფართოვოს ნატო-ს ფარგლებში მუშაობა“.

ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველომ უნდა დაინახოს, როგორც მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება, – ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“პაკეტი, რომელიც საქართველომ მიიღო, საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, რომ გააფართოვოს ნატო-ს ფარგლებში მუშაობა. ნატო-ში საქართველოს წევრობა – ეს არის ის, რისი ერთგულებიც ჩვენ ვრჩებით. ასევე ეს აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამაც”, – განაცხადა ჰეიგელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.
ipn.ge

თეგები: ამერიკანატოსაქართველო