შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

8 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 28

მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

გაძლიერებული ოცეული ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში, ბაზა “ფენიქსზე” ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 5 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. 13-ე ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ქაბულში ბაზა “ფენიქსზე” საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა. ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა ავღანეთში საბრძოლო ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.

თეგები: 13-ე ბატალიონიავღანეთისაქართველო