სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შშს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულება ამოიღო

24 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 51

შშს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულება ამოიღო

დაკავებულს მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.

შსს-მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული იგორ პ. ბორჯომში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული. აღნიშნული წერილი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილით“ იგორ პ-მ საქართველოს ფოსტის ბორჯომის ფილიალში მიიღო.

სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას 0,0165 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ფენტანილი” ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

წყარო:police.ge

თეგები: დანაშაულინარკოტიკიშსს