კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსლან პერტაიას საქმეს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტი შეისწავლის

13 ოქტომბერი, 2014 • ნიუპრესი • 32

რუსლან პერტაიას  საქმეს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტი შეისწავლის

რუსლან პერტაიას შვილები პროტესტის უფრო მკაცრი ზომებით იმუქრებიან.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რუსლან პერტაიას საქმეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეისწავლის. ეკა ბესელია მზად არის, რამდენიმე დღეში როგორც ბრალდებულის ოჯახს, ისე ადვოკატს და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს შეხვდეს. გედევან ფოფხაძემ კი პატიმარი გუშინ მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ პერტაიას შვილებმა გუშინ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხეზე ხელები ლურსმნით მიიჭედეს. ისინი ბესელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისინი კლინიკაში მაინც გადაიყვანეს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რუსლან პერტაიას შვილები დაკავებულის საქმის გადახედვას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უფრო მკაცრი ზომებით იმუქრებიან. თავად პერტაია კი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს.

გამოძიება პერტაიას თხილის ქურდობას ედავება.

სამოქალაქო პრესა

თეგები: რუსლან პერტაიაქუთაისის ციხეწინასწარი პატიმრობა