შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში საკრებულოსა და გამგეობის პრესსამსახურს აიპის სახე ექნება

17 ოქტომბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 26

ბაღდათში საკრებულოსა და გამგეობის პრესსამსახურს აიპის სახე ექნება

მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის, განცხადებით, გამგეობა და საკრებულო საჭიროებს პრესსამსახურს, თუმცა მისი, როგორც საშტატო ერთეულის განხილვა ვერ მოხერხდება

მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის განცხადებით, გამგეობა და საკრებულო საჭიროებს პრესსამსახურს, თუმცა მისი, როგორც საშტატო ერთეულის განხილვა ვერ მოხერხდება, რადგანაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ მოიძებნა. როგორც გეგეშიძემ ,,newpress” – თან საუბრისას განმარტა, უნდა შეიქმნას ცალკე აიპი, რომელიც მოემსახურება გამგეობას, საკრებულოს და გააშუქებს მის მიერ განხორციელებულ აქტივობებს.

“ამ მოვალეობის შესასრულებლად, გამგეობაში, არც საშტატო ერთეულის და არც ბიუჯეტის შესაძლებლობა არ იქნება. აიპში კი შევქმნით არა ჩვეულებრივ პრესსამსახურს, არამედ სამსახურს, სადაც შეიძლება ასევე პიარი იყოს. იქ შეიძლება გვყავდეს გადამღები ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაშორებული გამგეობის ბიუროკრატიისაგან. ეს გამოიწვევს მეტ ობიექტურობასა და მაღალპროფესიონალურ მუშაობას.“ – განაცხადა გეგეშიძემ.

თეგები: ბაღდათიპრესსამსახურისაკრებულო