ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი” დაფუძნდა

23 ოქტომბერი, 2014 • ანა ჯიქია • 119

ქუთაისში მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი” დაფუძნდა

ორგანიზაციის მიზანია, დაიცვას კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რომელიც ქვეყანაში პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.

ქუთაისში მოძრაობის “დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი” პრეზენტაცია გაიმართა.

ორგანიზაციის მიზანია, დაიცვას კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რომელიც ქვეყანაში პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.

მოძრაობის წევრები მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რიგით მოქალაქეებს შეუერთდნენ მოძრაობას და არ მისცენ ხელისუფლებას კანონის დარღვევის უფლება. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქეთი ბერძენიშვილის თქმით, “საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება არასდროს მოსწონდათ. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, შემოგვიერთდნენ და ერთად დავუმტკიცოთ მათ, რომ ისინი არღვევენ კანონს და მოქალაქეებსაც კანონდარღვევისკენ მოუწოდებენ.” – განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.

მოძრაობის “დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი” წარმომადგენლები პირველ გასვლით სხდომას ორშაბათს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამართავს. მოძრაობას ამჟამად 5 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.

თეგები: კონსტიტუციის 48 მუხლიპარლამენტის ადგილმდებარეობაქეთი ბერძენიშვილი