ახალ მაგისტრალზე, ყოველ 50 კილომეტრში მოსასვენებელი ობიექტები აშენდება- განაცხადა ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გახსნისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლაშვილმა. მან ახალ სამუშაო ადგილებსა და იმ დამატებით შემოსავლებზე ისაუბრა, რომელსაც ეს მაგისტრალი მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. ,,ეს არ არის მხოლოდ ჩქაროსნული მაგისტრალი, ეს არის მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის გაჩენის საშუალება. ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ყოველ 50 კილომეტრში, ევროპული სტანდარტების მოსასვენებელი ობიექტები აშენდება. მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, შეეძლება ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზება, მთლიანობაში ამგვარი ინფრასტრუქტურა შექმნის დამატებით შემოსავალს“ – განაცხადა დავით შავლაშვილმა.
ახალი ავტომაგისტრალი მოსახლეობას დამატებით შემოსავლებს მისცემს
19 ნოემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 25
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლაშვილმა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა.
თეგები: ავტომაგისტრალი • დავით შავლაშვილი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები