სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მომხდარი, ტაქსის მძღოლის მკვლელობა გახსნილია

20 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 19

ქუთაისში მომხდარი, ტაქსის მძღოლის  მკვლელობა გახსნილია

დაკავებული აღიარებს დანაშაულს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზაზა ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის მძღოლს, 1954 წელს დაბადებულ ივანე რ-ს, ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ივანე რ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე საათში ავტომობილში აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ზაზა ჯ. ქუთაისში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)

წყარო: police.ge

თეგები: მკვლელობის ფაქტიშსს