კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მურმან დუმბაძე:”უმრავლესობა, შესაძლოა, 12-მა დეპუტატმა დატოვოს”

20 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 30

მურმან დუმბაძე:”უმრავლესობა, შესაძლოა, 12-მა დეპუტატმა დატოვოს”

დუმბაძე აღნიშნავს, უმრავლესობაში არ მოსწონთ ის ხალხი, ვისაც დამოუკიდებელი აზროვნება შეუძლია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა და შესაძლოა, მმართველი გუნდი კიდევ 12-მა დეპუტატმა დატოვოს.-ამის შესახებ დეპუტატმა ბეჭდურ მედიასთან საუბარში განაცხადა: „უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომაც სრულიად ბუნებრივი იქნება, თუ იქიდან კიდევ წამოვა ხალხი. ჩემი გათვლებით, იქიდან წამოსული ხალხი სულ მცირე, ორი ფრაქციის შექმნას შეძლებს.” განაცხადა მურმან დუმბაძემ.

დუმბაძე აღნიშნავს, რომ უმრავლესობაში არ მოსწონთ ის ხალხი, ვისაც დამოუკიდებელი აზროვნება შეუძლია.

თეგები: დეპუტატიმურმან დუმბაძეუმრავლესობა