ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხანმოკლე წვიმა – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

4 ივლისი, 2026 • NewPress • 373

ხანმოკლე წვიმა – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა

4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება, – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.

სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებს  გარემოს ეროვნული სააგენტო.

თეგები: ამინდინალექირეგიონები