სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სამართალი

მეზობელს დანა ზურგში ჩაარტყა – დაკავებულს ბრალი წარედგინა

7 ივლისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 163

მეზობელს დანა ზურგში ჩაარტყა – დაკავებულს ბრალი წარედგინა

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში, 4 ივლისს მოხდა.

ქუთაისში მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ივლისს, ქუთაისში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა მოკვლის მიზნით, დაზარალებულს ზურგის არეში დანა დაარტყა, რომელიც იმავე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თეგები: ბრალდებადანამკვლელობა