ქუთისში 76 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შსს-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილის ახლობლის თქმით, უცნობია მკვლელობის მიზეზი. „ორი ჯოხით დადიოდა და კვირაში სამჯერ დიალიზს იკეთებდა. როგორც ვიცი, თავი და შუბლი ქონდა გატეხელი. გაუგებარია, რატომ უნდა ჩაედინა მომვლელს ეს, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“,- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. საქმის გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს და იგი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქუთაისში 76 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
6 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 21
საქმის გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
თეგები: მკვლელობა • ქუთაისი • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები