Website is under construction
ეკონომიკა

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა

18 ივლისი, 2026 • NewPress • 92
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა, – ინფორმაციას  ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნოით, ამჯერად სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა.
ამით 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა.
„ახალი გზა გურიის რეგიონში, ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების – გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის.
აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი-ლესას 6-კმ-იანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ამ ეტაპზე კი ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კმ-იც”, – აცხადებს სამინისტრო.
ცნობისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა, პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.

თეგები: , ,


ასევე წაიკითხეთ: