ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას, – აცხადებს ეროვნული ბანკი, რითაც განმარტავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შეტანიულ ცვლილებს, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, დამატებითი დაცვის მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც შემდეგი ოთხი გარემოება ერთდროულად გამოავლინდება:
-გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობასთან;
-გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება;
-გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს;
-მომხმარებლის ასაკი აღემატება 60 წელს;
„ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მარტივი და გასაგები ფორმით მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რისკების ან შესაძლო თაღლითობის შესახებ. მომხმარებელს რისკიანი ან საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათის განმავლობაში ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, ამის შესახებ მან მომსახურების პროვაიდერს უნდა დაუდასტუროს.