პარასკევი, 24 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბოსტნეულის იმპორტი იზრდება – საქსტატი

23 ივლისი, 2026 • NewPress • 124

ბოსტნეულის იმპორტი იზრდება – საქსტატი

ყველაზე მეტი ღირებულების პომიდორი, კიტრი, ხახვი, ლობიო და ბადრიჯანი შემოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტულ ბოსტნეულებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების პომიდორი, კიტრი, ხახვი, ლობიო და ბადრიჯანი იყო.

უწყების ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბოსტნეულის იმპორტი წლიურად 0.04%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში იმპორტირებულია 51.146 მლნ დოლარის ღირებულების ბოსტნეული, 2025 წლის იმავე პერიოდში კი 51.122 მლნ დოლარის ღირებულების.

პომიდორი – 13.036 მლნ დოლარის ღირებულების;
კიტრი და კორნიშონები – 5.728 მლნ დოლარის ღირებულების;
ხახვი და ხახვი-შალოტი – 5.392 მლნ დოლარის ღირებულების;
ლობიო – 5.345 მლნ დოლარის ღირებულების;
ბადრიჯანი – 4.404 მლნ დოლარის ღირებულების;
წიწაკა, ბულგარული – 3.629 მლნ დოლარის ღირებულების;
სათესლე კარტოფილი – 2.118 მლნ დოლარის ღირებულების;
სტაფილო და თალგამი – 1.396 მლნ დოლარის ღირებულების;
ქამა სოკო – 1.298 მლნ დოლარის ღირებულების;
ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი – 1.091 მლნ დოლარის ღირებულების.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ღირებულების ბოსტნეულის იმპორტი თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

 

თეგები: ბოსტნეულიიმპორტისაქსტატი