2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასშტაბური სტიქიის შედეგად შოვი გარე სამყაროს მოწყდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენის საშუალებით კურორტზე ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა.
თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი