ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადრე გაღვიძება ინფარქტს იწვევს

20 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 24

ადრე გაღვიძება ინფარქტს იწვევს

ადრე გაღვიძება გამოუძინებლობასთანაა დაკავშირებული, რაც გულზე დატვირთვას ზრდის.

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადრე გაღვიძების აუცილებლობა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიურად აისახება. კიოტოს რამდენიმე უნივერსიტეტის კლინიკის სპეციალისტებმა 23-90 წლის ასაკის 3 000 ადამიანის მონაცემები გაანალიზეს.
დადგინდა, რომ გულ-სისხძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებისკენ მიდრეკილნი ის ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრების წესი ადრე გაღვიძების აუცილებლობას უკავშირდება. მათ ხშირად ჰიპერტონია და ინფარქტი უვითარდებათ.
ადრე ადგომის აუცილებლობა გამოუძინებლობასთან არის დაკავშირებული, რაც გულზე დატვირთვას ზრდის. კვლევის შედეგები ავსტრალიაში სამედიცინო სიმპოზიუმზე წარმოადგინეს.

წყარო: ambebi.ge

თეგები: იაპონიამეცნიერებისაზოგადოებაჰიპერტონია