ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

26 აგვისტო, 2026 • NewPress • 53

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 განაცხადები მიიღება შესაძლებელია 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით. 

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

უწყების ცნობით, ამ მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს,

რომლებმაც: განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური;

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე;

საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.

განაცხადები მიიღება 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

თეგები: აბიტურიენტიგამოცდებისაფასური