სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მელაურის სკოლაში დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია

16 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 17

მელაურის სკოლაში დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ამავე სოფლის მკვიდრია.

სამტრედიის რაიონის, სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, 1994 წელს დაბადებული, ამავე სოფლის მაცხოვრებელი ბადრი ლ. დააკავეს. როგორც შსს იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბადრი ლ. მიმდინარე წლის 15 დეკემბერს სოფელ მელაურში, სასწავლო პროცესის დროს, საჯარო სკოლაში ნიღბით შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით სკოლის პედაგოგს ოქროს სამკაულები მოსთხოვა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბადრი ლ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).

თეგები: სოფელი მელაურიყაჩაღობა სკოლაშიშსს