გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად მოსული ნალექი სანიაღვრეებმა ვერ გაატარა.
მოვარდნილმა წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები და სახნავ- სათესი სავარგულები.
სოფელ ნერგეეთში ქვა-ღორღი ჩამოიშალა და პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლოებას.
ბაღდათის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ადგილზე იმყოფება მძიმე ტექნიკა, ტარდება გაწმენდითი სამუშაოები.
პარალელურად მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.