პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა – რევაზ სოხაძე

28 აგვისტო, 2026 • NewPress • 57

ბაღდათში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა – რევაზ სოხაძე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში.

ბაღდათში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა, – განაცხადა  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა

მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში.

„სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება” – განაცხადა  რევაზ სოხაძემ.

ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება

თეგები: ბაღდათიეკონომიკაინფრასტრუქტურასტიქია