ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დამონტაჟება მიმდინარეობს. მეორე ნაძვის ხე ცისფერყანწელთა ქუჩაზე დაიდგმება. წელს ქუთაისი ახალ წელს ისევ ორი ნაძვის ხით შეხვდება. მიმდინარეობს საახალწლო განათებების დამონტაჟებაც, რომელსაც შპს „აღმდგენი“ ახორცილებს. ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლოდ მორთვაში 52 ათას ლარს დახარჯავს. გასულ წელს კი ამავე მიზნით ქალაქმა დაახლოებით 90 ათასი ლარი დაიხარჯა. ქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. 


ქუთაისში ცენტრალურ ნაძვის ხეს ამონტაჟებენ
19 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 22
წელს ქალაქში ისევ ორი ნაძვის ხე იქნება.
თეგები: ახალი წელი • ნაძვის ხე • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები