ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება

13 სექტემბერი, 2026 • Newpress • 133

ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება

ცვლილება განათლების შესახებ არსებულ 7 კანონში შედის.

მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძრმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დამამთავრებელ კლასებში იგეგმება „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა, რაც მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს დაეფუძნება.

„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

თეგები: გამოცდებიგანათლებაიტალიური