ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 10 რჩეულ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა

23 სექტემბერი, 2026 • Newpress • 60

ქუთაისში 10 რჩეულ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა

ღონისძიება მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა.
წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ:
წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი,
№40 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთინო დიაკონიძე,
№19 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნარგიზა კლდიაშვილი,
№9 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო გიორგაძე,
№17 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ეგუტიძე,
ანდრია რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლის მასწავლებელი დავით ნიშნიანიძე,
აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან აბაშიძე,
№24 საჯარო სკოლის მასწავლებელი გოჩა სულამანიძე,
№23 საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა ბურჯალიანი და
№30 საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა კახიძე.

თითოეულს ქუთაისის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.

ღონისძიებაზე ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ და ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა ახალგაზრდულმა დამოუკიდებელმა თეატრმა “მარჯანიშვილელები” პერფორმანსი “მასწავლებელი” წარმოადგინა.

მასწავლებლებისადი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტი მეუფე იოანე, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელები.

თეგები: განათლებამასწავლებელიქუთაისიჯილდო