პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მოსამართლე ციცინო კიკვაძე ფეისბუკპოსტების გამო დაჯარიმების კანონს ასაჩივრებს

24 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 111

ქუთაისის მოსამართლე ციცინო კიკვაძე ფეისბუკპოსტების გამო დაჯარიმების კანონს ასაჩივრებს

მოსამართლემ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო დროს შეტანილ მუხლს, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

მოსამართლე ციცინო კიკვაძის კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება ეხება ფეისბუქ-პოსტებისა და კომენტარების გამო მოქალაქეების დაჯარიმებისა თუ დაკავების პრაქტიკას და ამ მიზნით მიღებული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობას.

მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც თავად განიხილა ადმინისტრაციული საქმე. ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები მოქალაქის დასჯას თბილისის მერ კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკული კომენტარის გამო ითხოვდნენ.

ციცინო კიკვაძე მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში გამოხატვის გამო ადამიანების დასასჯელად სპეციალური, ცალკეული მუხლების არსებობა (მით უმეტეს, უფრო მკაცრი სანქციებით) საჭირო არ არის და ის საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

თეგები: სარჩელი • სასამართლო • ციცინო კიკვაძე