ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინციდენტი აჭარის უმაღეს საბჭოსთან

22 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 30

ინციდენტი აჭარის უმაღეს საბჭოსთან

აჭარის მაცხოვრებლები მედეა ვასაძის გადადგომის მოთხოვნით უმაღლესი საბჭოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მოცხოვრებლები და იპოთეკით დაზარალებულები ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის გადადგომის მოთხოვნით, აჭარის უმაღლეს საბჭოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

მათი გაღიზიანების მიზეზი დეპუტატის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც ვასაძე აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულთა უმრავლესობას საცხოვრებელი სახლები გააჩნიათ, რაც მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. მომიტინგეები პრობლემების დროულ შესწავლას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. დღევანდელ აქციაზე ერთ-ერთი მოთხოვნა თავად ვასაძესთან შეხვედრა იყო, თუმცა თანაგუნდელთა რჩევით ვასაძე მათთან შესახვედრად არ გავიდა.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით, რამოდენიმე წუთით ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს, რამაც სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.

წყარო: tv25.ge

თეგები: იპოთეკარებიმედეა ვასაძეუმაღლესი საბჭო