ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კოტე კუბლაშვილმა მედიას ანგარიში ჩააბარა

25 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 32

კოტე კუბლაშვილმა მედიას ანგარიში ჩააბარა

“ბევრი მიღწევა გვაქვს; განსაკუთრებით გამოვყოფ უცხოელი კოლეგების შეფასებას, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.”

კოტე კუბლაშვილი იმერეთის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებს შეხვდა და წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, ყველაზე დიდი მიღწევა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა: “ბევრი მიღწევა გვაქვს; განსაკუთრებით გამოვყოფ უცხოელი კოლეგების შეფასებას, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, მაგრამ არის ხარვეზებიც. მაგალითად, მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ; მაგრამ ჯერ ეს არ განხორციელებულა. ეს ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ სასამართლო 100% -ით არაა დამოუკიდებელი,“ – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა მედიისთვისაც. „მნიშვნელოვანია ის, რომ შევხვდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. მოვისმინეთ ხარვეზები და მიღწევები. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ სრულიად დამოუკიდებელ სასამართლოს“, – განაცხადა ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმერეთში წლის შემაჯამებელ შეხვედრას ყოველწლიურად მართავს.

თეგები: კოტე კუბლაშვილინინო კაპანაძე