ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სიახლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

25 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 29

სიახლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კიდევ 2 დარბაზის გაკეთება იგეგმება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახალი სხდომის დარბაზი გახსნა. კოტე კუბლაშვილის თქმით, ახალი დარბაზი სასამართლო რეფორმების ფარგლებში გაკეთდა.

„სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ სხდომათა დარბაზი იქ დამსწრე პირებისათვის კომფორტული იყოს. დარბაზში უნდა იყოს კარგი სმენადობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქუთაისში ყველაზე კარგი სხდომათა დარბაზია“, – აღნიშნა მან.

კუბლაშვილის თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კიდევ 2 დარბაზის გაკეთება იგეგმება, რომლებიც მომავალი წლის თებერვალში იქნება მზად.

თეგები: კოტე კუბლაშვილისააპელაციო სასამართლო