სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს ქრისტესშობას ულოცავს

25 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 20

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს ქრისტესშობას ულოცავს

“ეს დღე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია და განსაკუთრებული საოჯახო ტრადიციებითაა აღსავსე”

“მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია და განსაკუთრებული საოჯახო ტრადიციებითაა აღსავსე. მინდა ჩვენს თანამემამულე და საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ეს დღე მივულოცო და მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და სიხარული ვუსურვო”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მილოცვაში.

თეგები: შობაშსს