|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

68 ქართველი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ გახდა

 ახლადარჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდნენ. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო Costé-ში  გაიმართა. "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" სპეციალური სეტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრისას ისაუბრეს ჩატარებულ აქტივობებზე, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად განიხილეს ახალგაზრდების წახალისების გზები და წარადგინეს სამომავლო აქტივობების გეგმები. „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

ნინო ტურიაშვილი, პროგრამის წარმომადგენელი: "ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ახალგაზრდობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში და ამ მიზნით შეიქმნა ქსელი "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" 2016 წლიდან."

ქრისტინე ჩიხლაძე: "წელს პირველად ვმონაწილეობ და მოლოდინები არის ძალიან დიდი".

გიორგი ტიტვინიძე : "მესამე წელია ამ პროგრამაში ვმონაწილეობ. დავიწყეთ პატარა ჯგუფით, სულ 14 ადამიანი ვიყავით და დღეს უკვე ხედავთ, რომ ვართ 68  წევრი საქართველოდან. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დიალოგის გზით ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას."

უახლოეს დღეებში “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოდან ესტუმრებიან „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი პრეზენტაციებს ჩაატარებებენ ევროკავშირისა და საერთო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და თავიანთ თანატოლებს გააცნობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესაძლებლობებზექართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში. ისინი ასევე დაგეგმავენ საერთო აქტივობებს მომავლისთვის.

 

ავტორი: ნიუპრესი