December 30, 2014

ქუთაისის მერიაში პრემიებს მხოლოდ ტექნიკური პერსონალი მიიღებს

ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებზე პრემიები არ გაიცემა. ქალაქის მერის შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით, პრემიას მხოლოდ ტექნიკური პერსონალი მიიღებს(38 თანამშრომელი ჯამში 14.420 ლარი).

,,ჩვენ საახალწლოდ არ გავცემთ პრემიებს. დანაზოგი მიმდინარე წელს აისახება სხვადასხვა კულტურული, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების დაფინანსებაში. მერიაში პრემია არ გაიცემა იქამდე, სანამ შემუშავებული არ იქნება ახალი წესი, რომლის მიხედვით საჯარო მოხელე პრემიას დამსახურების მიხედვით მიიღებს“, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქუთაისის მერიაში საჯარო მოხელეებზე პრემია არ გაცემულა – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.