ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სასჯელაღსრულების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

29 დეკემბერი, 2014 • ასმათ ყურაშვილი • 32

სასჯელაღსრულების სამინისტრო  გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

“პატიმარი არც შიმშილობს და არც თვითდაზიანება მიუყენებია”.

სასჯელაღსრულების სამინისტრო, გავრცელებულ ინფორმაციას, პატიმრის, ო.ა.-ს შიმშილობისა და პირის ამოკერვის შესახებ არ ადასტურებს. “გავრცელებული ინფორმაცია პატიმარ ო.ა.-ს შესახებ არ დასტურდება. ის არც შიმშილობს და არც თვითდაზიანება მიუყენებია”, – განაცხადეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურიდან ნიუპრესთან საუბრისას. შეგახსენებთ, ო. ა-ს ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პატიმარი, რომელიც ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაშია განთავსებული, კვირაზე მეტია შიმშილობს. მათი მტკიცებით, ის ნაწამებია და გამოძიებისას ჩვენება უდანაშაულო პირების წინააღმდეგ მიაცემინეს.

თეგები: პატიმრის შიმშილობაპირის ამოკერვასასჯელაღსრულების სამინისტრო