სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისთვის პოლიციაში გადაყვანილმა მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა

10 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 21

ნარკოლოგიური შემოწმებისთვის პოლიციაში გადაყვანილმა მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა

ტყიბულის განყოფილებაში ნარკოტესტირებისთვის 4 პირი გადაიყვანეს.

ნარკოლოგიური შემოწმებისთვის პოლიციაში გადაყვანილმა მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. გუშინ, საღამოს ტყიბულის განყოფილებაში ნარკოტესტირებისთვის 4 პირი გადაიყვანეს, ერთმა მამაკაცმა კარადის მინა ჩაამსხვრია და მუცლის არეში სამი ჭრილობა მიიყენა. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მისი პროტესტი ხშირმა დაკავებებმა გამოიწვია. მათი განცხადებით, ნარკოტიკული შემოწმებებისას ეჭვი არც ერთხელ არ დადასტურებულა. საღამოს დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისთვის კი სახლში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქმე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე აღძრული. დაკავებულების ახლობლების განცხადებით, ანალიზების პასუხს დღის ბოლომდე განყოფილებაში 2 პირი ელოდება.

თეგები: ნარკოტესტიტყიბულიშსს