სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

12 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 23

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ქუთაისში დაკავებულ პირს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ქუთაისში დააკავეს ერთი პირი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკების დიდი ოდენობა აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გეგი ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, მეტადონი და ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”,ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: დიდი ოდენობანარკოტიკებიშსს