სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

12 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 25

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღდგა, გარდა ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისა – მათთვის მოძრაობა დაშვებულია ჯაჭვების გარეშე. აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

შსს ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

თეგები: მოყინული გზებიტრანსპორტის მოძრაობაშსს