სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

16 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 63

თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მამუკა ჟ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: “ნაგანის” სისტემის რევოლვერი, “ტე-ტეს” სისტემის პისტოლეტი, “გოლდ სტარის” მოდელის პისტოლეტი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, -ნათქვამია შსს-მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: იარაღისაბრძოლო მასალაშსს