“ინტერფაქსის” ინფორმაციით, სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერფსაქსი” ბაქოში არსებულ “სანდო წყაროზე” დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ სომხური მხარის ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ფაუდ ახუნდოვის განცხადებით, სომხური მხარის ამჟამინდელი პრეტენზიები აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში არსებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ მემკვიდრეობასთან მიმართებაში სომეხი ისტორიკოსების მრავალსაუკუნოვანი ფალსიფიკაციის შედეგია.
წყარო: Ipn.ge
სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა
18 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 48
აზერბაიჯანის დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ სომხური მხარის ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.
თეგები: აზერბაიჯანი • იუნესკო
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები