სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

17 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 19

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

დაკავებულებს ბრალად ყალბი საბუთების დამზადება ედებათ.

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“-ს შიდა ქსელების სპეციალისტი, 1976 წელს დაბადებული იოსებ ნუცუბიძე და 1978 წელს დაბადებული მოქალაქე გოჩა ა. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადეს ყალბი მართვის მოწმობა და მოქალაქეს 300 ევროდ მიჰყიდეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პერიოდულად ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, მოქალაქეებისათვის დამზადებული 30 ცალი სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტი, მათ შორის, მართვის მოწმობები, საზღვარგარეთის პასპორტები, საბინადრო და სადაზღვევო მოწმობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

თეგები: სამხედრო ლიცეუმიყალბი დოკუმენტებიშსს