ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლევან ღვინჯილია: “ვაცხადებ “ფეისბუკში” ქართული ანბანის გალაღების 12 – კვირეულს!“

19 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 30

ლევან ღვინჯილია: “ვაცხადებ “ფეისბუკში” ქართული ანბანის გალაღების 12 – კვირეულს!“

სოციალურ ქსელში საკუთარი სახელის და გვარის ქართულად წერა საზოგადო მოღვაწეს უმიშვნელოვანეს აუცილებლობად მიაჩნია.

მეცნიერი და პედაგოგი ლევან ღვინჯილია საკუთარი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ქართულად წერისკენ მოუწოდებს. „დღეიდნ – 14 აპრილამდე ვაცხადებ “ფეისბუკში” ქართული ანბანის გალაღების 12 – კვირეულს!“,- წერს ლევან ღვინჯილია.

მისი თქმით, სოციალური ქსელი იძლევა საშუალებას, ერთმანეთთან ურთიერთობისას (ქართველებმა) გამოიყენონ უნიკალური ანბანი და ე.წ. „პოსტები“ ან კომენტარები დაიწეროს ქართულად. „ეს ბედნიერება, რომ წეროს მშობლიური ანბანით, 7 000 -მდე ეროვნებიდან, მხოლოდ 14-სა აქვს და მათ შორისაც ჩვენი ანბანი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყოველ ბგერას ცალკე ასო-ნიშანი გამოხატავს. თითოეული თქვენგანის მიერ ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერა ისევე უმნიშვნელოვანეს აუცილებლობად მიმაჩნია, როგორც საქართველოს გერბზე ქართული ანბანით გაკეთებული წარწერა – „ძ ა ლ ა ე რ თ ო ბ ა შ ი ა “, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ ერებს უფრო გაუადვილდებოდათ მისი აღქმა, თუ დავწერდით -„DZALA ERTOBASHIA”,- წერს ლევან ღვინჯილია.

თეგები: 14 აპრილილევან ღვინჯილიააქართულად წერა