70 ათასი ლარით იზრდება ქუთაისის მერიაში დასაქმებულებისთვის განკუთვნილი ხარჯები - შუშანია
ქუთაისის მერიაში ხელფასებს ზრდიან. კანონპროექტი ორშაბათს განიხილება საკრებულოს სხდომაზე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერი მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, მერიის დაფინანსებას 100 000 ლარით ზრდის.
მისივე თქმით, აქედან 70 000 ლარი მერიაში დასაქმებულების ხელფასების გაზრდას მოხმარდება, 30 000 კი სხვა ხარჯებს.
შუშანიას თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც მადლიერების სახლში ბენეფიციარის ერთი დღის ულუფაზე მხოლოდ 2.15 თეთრია გამოყოფილი. ოპოზიციონერი მოუწოდებს ქუთაისის მერს, არ გაზარდოს ხელფასები და 70 000 სოციალურად დაუცველების კვებას მოახმაროს.
„მივმართავთ ქუთაისის მერს, ან შეაჩეროს ეს ცვლილებები და ეს თანხა მიმართოს უფასო კვების ბენეფიციართა კვების გაუმჯპბესებაზე, ან თვითონ დაჯდეს და ამ წყალწყალა სუპით და კვირაში ერთი ნაჭერი ხორცით და თევზით იკვებოს, რითაც კვებავენ სოციალური სასადილოს ბენეფიციარებს. ნახავს, როგორია და საკმარისია თუ არა ადამიანის ნორმალურად გამოკვებისთვის", - აღნიშნა შუშანიამ.
ავტორი: ნიუპრესი