სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო

22 იანვარი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 20

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ  შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო

კახი დვალიშვილს პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

,,ქუთაისის მერიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს” , – განუცხადა ,,ნიუპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ დვალიშვილმა, დაცვის პოლიციის თანამშრომელს, შელაპარაკების ნიადაგზე სამხრეები მოახია.

თეგები: კახი დვალიშვილიქუთაისის მერიაშსს