ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მიუსაფარი მოსახლეობისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდება

23 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 23

ქუთაისში მიუსაფარი მოსახლეობისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდება

შენობები გუმათის ტერიტორიაზეა განთავსებული.

ქუთაისში მიუსაფარი მოსახლეობისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდება, ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საცხოვრებელი ფართების მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისის მერიას საბინაო ფონდისთვის დაუმთავრებელი შენობები გადასცა. საცხოვრებლების მოსაწყობად 300 ათასი ლარია გამოყოფილი. “პირველად, ქუთაისში მიუსაფარი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართები მოეწყობა. შენობები გადმოგვცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომლებიც, ძირითადად, გუმათშია განთავსებული. ჩვენ წინა წელს დაზოგილი თანხიდან გადავდეთ 300 ათასი ლარი, რომ დავაპროექტოთ და დავიწყოთ სამუშაოები”,- განაცხადა შოთა მურღულიამ. აღნიშნულ საკითხს, დღეს, საკრებულოს სხდომაზეც განიხილავენ.

თეგები: ბიუჯეტიმიუსაფარი მოსახლეობაშოთა მურღულია