ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია უკლება:”მურღულია არის უუნარო მერი”

23 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 31

გია უკლება:”მურღულია არის უუნარო მერი”

საკრებულოს სხდომა ქალაქის მერსა და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური” მოძრაობის დეპუტატის გია უკლებას უკმაყოფილება საკითხების “ბუნდოვანებამ” გამოიწვია. მისი თქმით, განსახილველად წარმოდგენილი საკითხები გაუგებარი იყო, მან თითქმის არც ერთ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. “წინა წელს მუხლიდან მუხლში გადაჰქონდათ თანხა სრულიად არამიზნობრივად, აუთვისებელი დარჩათ 3 მილიონი ლარი. ეს ამტკიცებს იმას, რომ შოთა მურღულია არის უპასუხისმგებლო და უნარო მერი. საუბარია ხიდების რეაბილიატაციაზე, სადაც თითქოს ქალაქის მერმა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვა. თანხა, რომელიც დაიხარჯა ხიდების რეაბილიტაციაზე, შეადგენს 200 ათას ლარს და ეს არის უზნეობა,”- განაცხადა გია უკლებამ. დეპუტატის გამოსვლაზე ქალაქის მერმა კომენტარი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა: “მე არ მეგონა თუ ასეთი პოლიტიკური გამოცდილება ექნებოდათ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერენ 50-მდე ქუჩის რეაბილიტაციას, ამბობენ, რომ მხარს გვიჭერენ საქმის კეთებაში, მაგრამ ცვლელებები როცა ხდება მაშინ საწინააღმდეგოს აკეთებენ. რაც შეეხება ჩემს უუნარობას. ეს მათი პრინციპია, რომ გვლანძღონ”,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

თეგები: ბიუჯეტიგია უკლებაშოთა მუღულია