სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რაგბის კლუბ “აიას” დამფუძნებელი მერია აღარ არის

23 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 26

რაგბის კლუბ “აიას” დამფუძნებელი მერია აღარ არის

საკრებულომ “აიადან” მერიის, როგორც დამფუძნებლის გამოსვლას მხარი დაუჭირა.

სარაგბო კლუბ “აიას” დამფუძნებელი ქუთაისის მერია აღარაა. ამ გადაწყვეტილებას საკრებულომ მხარი დღეს დაუჭირა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი განმარტავს, რომ ეს ცვლილება “აიას” დაფინანსებას პრობლემას არ შეუქმნის. “მერია გამოვიდა, როგორც დამფუძნებელი, მაგრამ არ შექმნის პრობლემას. მისი დაფინანსება მოხდება პროექტის ფარგლებში. ბიუჯეტში გამოყოფილი იყო თანხა 115 ათასი ლარი და პროექტითაც 115 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, რომლის დახარჯვაც, რა თქმა უნდა, მოხდება მიზნობრიობიდან გამომდინარე”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა.

თეგები: აიადავით დვალირაგბი