ალექსანდრე ჭიკაიძის თხოვნას დავაკმაყოფილებ,-ამის შესახებ დავოსში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ღირსეული ნაბიჯი უწოდა.
„ლექსო ჭიკაიძე არის ღირსეული პოლიციელი. მან მომმართა თხოვნით, რომ დავაკმაყოფილო მისი განცხადება გადადგომის თაობაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკაში სხვა სტანდარტები დაამკვიდრა, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
“ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მთავარია ემსახუროს ხალხს, ქვეყანას. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებაში . ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროკურატურა მუშაობს ვაზაგაშვილის საქმეზე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.
ირაკლი ღარიბაშვილი: “ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული ადამიანი”
23 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 24
პრემიერმა ჭიკაიძის თხოვნა შს მინისტრობიდან გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.
თეგები: ალექსანდრე ჭიკაიძე • ირაკლი ღარიბაშვილი • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები