სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვინ იქნება შს მინისტრი?

24 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 21

ვინ იქნება შს მინისტრი?

პოსტზე გომელაურის გარდა მთავრობის სხვა წევრებიც მოიაზრებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის მსგავსად მთავრობის სხვადასხვა წევრები მოაზრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაძლოა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ან სასჯელაღსრულების მინისტრმა გადაინაცვლონ. ოთარ დანელიასა და გიორგი მღებრიშვილის მსგავსად პოსტზე ზურაბ გამეზარდაშვილის კანდიდატურაც სახელდება, რომელიც ამჟამად სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებს. შეგახსენებთ, ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობა გუშინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე ვახტანგ გომელაური ასრულებს.

თეგები: გომელაურიშსსჭიკაიძე