სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს იმედა კირკიტაძის სამსახურიდან გაშვებას არ ადასტურებს

25 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 20

შსს იმედა კირკიტაძის სამსახურიდან გაშვებას არ ადასტურებს

დაცვის თანამშრომელის განცხადებით, ის მუშაობას ორშაბათიდან ჩვეულებრივად გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლის გათავისუფლებას არ ადასტურებენ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ტატო კუჭავას თქმით, იმედა კირკიტაძე სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას: “დაცვის თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის არასწორი. აღნიშნული პიროვნება აგრძელებს თავის სამსახურში მუშაობას”,- განუცხადა “Newpress.ge”-ს ტატო კუჭავამ. გავრცელებულ ინფორმაციას მისი გათავისუფლების შესახებ იმედა კირკიტაძეც უარყოფს, ხოლო კითხვაზე, საიდან გავრცელდა მისი კომენტარი მედია საშუალებებში, სადაც ის სამსახურთან ერთად მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებაც საუბრობს, აცხადებს, რომ პირველი მედია საშუალება, რომელიც ამ საკითხზე მას დაუკავშირდა, არის “Newpress.ge”: “სამსახურდან არ გავუნთავიუფლებივარ, პირველი სააგენტო, რომელსაც კომენტარს ვაძლევ, ხართ თქვენ. ორშაბათს ჩევულებრივად გამოვალ სამსახურში. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მყავს ორი შვილი და ერთს გულის ოპერაცია მართლაც აქვს გაკეთებული, თუმცა 5 – ჯერ და არა 7-ჯერ, როგორც ეს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია”,- განუცხადა “Newpress.ge”-ს იმედა კირკიტაძემ.

თეგები: მინდია კირკიტაძექუთაისის მერიაშსს