საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
ახალმა მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა მისი შს მინისტრის პოსტზე წარდგენისას განაცხადა, ეცდება, გაამართლოს პრემიერის ნდობა და ხალხის იმედი.
“ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო”, -განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები და ვინ იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს განიხილავენ და ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
შსს ვახტანგ გომელაურმა ჩაიბარა
26 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 26
ახალ მინისტრს საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.
თეგები: ვახტანგ გომელაური • ირაკლი ღარიბაშვილი • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები