კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დემის რუსო 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

27 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 28

დემის რუსო 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბერძენი მომღერლის დემის რუსოს გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კვირას, საღამოს, ათენში 68 წლის ასაკში ცნობილი ბერძენი მომღერალი დემის რუსო გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რუსო ალექსანდრიაში 1946 წლის 15 ივნისს დაიბადა.

15 წლის ასაკში რუსო პოპულარული დასავლური ჰიტების ჯაზ-ვერსიებს ასრულებდა და ასე გამოიმუშავებდა ფულს. 1968 წელს რუსო და მისი ბენდი “აფროდიტეს შვილები” პარიზში გადავიდნენ, სადაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვეს სიმღერით “Rain and tears”. 1971 წელს რუსომ სოლო კარიერა დაიწყო. ჯამში მომღერალმა სამი ათეული ალბომი გამოუშვა, რომლებიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

წყარო: timer.ge

თეგები: დემის რუსომომღერალისაბერძნეთი